„რთველი 2020“-ის ფარგლებში 217 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა
„რთველი 2020“-ის ფარგლებში 217 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს 30 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 217 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა: 151 ათასი ტონა რქაწითელი, 55 ათასი ტონა საფერავი, 3,7 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

სააგენტოს ინფორმაციით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციით 224 მილიონი ლარი მიიღეს. ასევე, დღეის მდგომარეობით, ყურძენი ღვინის საწარმოებს 22 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

რთველის დაწყებიდან ყურძნის გადამუშავების პროცესში 170 ღვინის საწარმო იყო ჩართული.

უწყების ცნობით, დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი 10 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც რთველის კვლავინდებურ, აქტიურ პერიოდზე მიუთითებს.

მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ ერთ კილოგრამ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. ერთი კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: ერთ კგ რქაწითელზე და ერთ კგ კახურ მწვანეზე – 0,30 ლარი.

დატოვე კომენტარი