რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტილი იქნება რამდენიმე ტურისტული ობიექტი

20:15, 03.01.2026

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტილი იქნება რამდენიმე ტურისტული ობიექტი, – ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტეტრიტორიების სააგენტო ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკეტილი იქნება: სათაფლია; ნავენახევის მღვიმე; ოკაცეს კანიონი; ოკაცეს ჩანჩქერი.

დაცული ტეტრიტორიების სააგენტო ცნობითვე, პრომეთეს მღვიმე და მარტვილის კანიონი 5 იანვრიდან ჩვეულ რეჟიმში განაახლებს ვიზიტორების მიღებას.

„რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტილი იქნება შემდეგი ტურისტული ობიექტები: სათაფლია; ნავენახევის მღვიმე; ოკაცეს კანიონი; ოკაცეს ჩანჩქერი.

პრომეთეს მღვიმე და მარტვილის კანიონი 5 იანვრიდან ჩვეულ რეჟიმში განაახლებს ვიზიტორების მიღებას“, – ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი