რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თბილისი-ბათუმის, ზუგდიდი-თბილისისა და ფოთი-თბილისის მატარებლების მოძრაობა შეფერხდა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თბილისი-ბათუმის, ზუგდიდი-თბილისისა და ფოთი-თბილისის მატარებლების მოძრაობა შეფერხდა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თბილისი-ბათუმის, ზუგდიდი-თბილისისა და ფოთი-თბილისის მატარებლების მოძრაობა შეფერხდა, – ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

„საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზესტაფონის სარკინიგზო უბანზე გაითიშა მაღალი ძაბვა. ამის გამო, მატარებლების #804 თბილისი-ბათუმი, #869 ზუგდიდი-თბილისი და #871 ფოთი-თბილისი მოძრაობა შეფერხდა. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა „ენერგოპროსთან“ პრობლემის მოსაგვარებლად, რათა დროულად აღდგეს ელექტროენერგიის მოწოდება და მატარებლების მოძრაობა. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს უხდის მგზავრებს შეფერხების გამო“, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.