რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გუდაურში საბაგიროები შეფერხებით მუშაობს
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გუდაურში საბაგიროები შეფერხებით მუშაობს

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გუდაურში საბაგიროები შეფერხებით მუშაობს.

„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ინფორმაციით, გუდაურში ამ დროისთვის მხოლოდ პირველი საბაგიროა ჩართული.

„დღეს, 18 მარტს, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, დილიდან გუდაურში საბაგიროები შეფერხებით მუშაობს. ამ ეტაპისთვის, ჩართულია მხოლოდ პირველი საბაგირო”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, გუდაურში ძლიერი ქარი და ზვავსაშიშროებაა.