რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აჭარის რეგიონში მატარებლების გადაადგილება შეფერხებულია
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აჭარის რეგიონში მატარებლების გადაადგილება შეფერხებულია, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად, ზოგიერთ მონაკვეთზე ჩამოსულმა მიწის მასამ ლიანდაგებზე შეფერხებები გამოიწვია.
„აჭარის რეგიონში არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აღნიშნულ მიმართულებაზე მატარებლების გადაადგილებას გარკვეული შეფერხებები შეექმნა. კერძოდ, ძლიერი წვიმის შედეგად, ზოგიერთ მონაკვეთზე ჩამოსულმა მიწის მასამ გამოიწვია შეფერხებები ლიანდაგებზე. საქართველოს რკინიგზის სამსახურები, შესაბამის უწყებებთან ერთად, მატარებლების გადაადგილების უმოკლეს დროში აღსადგენად აქტიურ რეჟიმში მუშაობენ“, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.