რთული კრიზისების მოგვარებასთან დაკავშირებული განცხადების გამო, დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს მადლობას უხდის
რთული კრიზისების მოგვარებასთან დაკავშირებული განცხადების გამო, დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს მადლობას უხდის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს მადლობას უხდის განცხადებისთვის, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ტრამპი რეალურად ცდილობს მსოფლიოს რთული საკითხების მოგვარებას.

„მადლობა, პრეზიდენტო პუტინ“, – წერს სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტი.

დონალდ ტრამპის გვერდზე გაზიარებულია ვიდეო, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ნობელის პრემიის გაცემასთან დაკავშირებით საუბრობს.

„იყო შემთხვევები, როდესაც კომიტეტმა ნობელის მშვიდობის პრემია გადასცა ადამიანებს, რომლებიც მშვიდობისთვის არაფერს აკეთებენ. ჩემი აზრით, ამ გადაწყვეტილებებით მათ დიდი ზიანი მიაყენეს ამ პრემიის ავტორიტეტს. არ ვიცი, ღირსია თუ არა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ამ პრემიის, მაგრამ ის რეალურად ბევრს აკეთებს, რომ მოგვარდეს რთული, ათწლეულების კრიზისები. მე ეს ზუსტად ვიცი უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, ის ნამდვილად ცდილობს. რაღაც გამოსდის, რაღაც არ გამოსდის, შესაძლოა კიდევ ბევრი დასჭირდეს შეთანხმებას, მაგრამ ნამდვილად მუშაობს მშვიდობის მიღწევის საკითხებზე და რთული საერთაშორისო სიტუაციების მოგვარებაზე“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.