როზეტის ნისლეული ირაკლი გედენიძის ასტროობიექტივში
როზეტის ნისლეული ირაკლი გედენიძის ასტროობიექტივში

როზეტის ნისლეული ვრცელი, სფერული H II რეგიონია (წრიული ფორმის) ჩვენს გალაქტიკაში. მდებარეობს მარტორქის თანავარსკვლავედის რეგიონში არსებული გიგანტური მოლეკულური ღრუბლის ერთ დაბოლოებასთან. ეს ნისლეული ხშირად ასოცირდება ღია ვარსკვლავთგროვა NGC 2244-თან; ამ გროვის ვარსკვლავები როზეტის ნისლეულის მატერიისგან არის წარმოქმნილი.

ნისლეული მდებარეობს ჩვენგან 5000 სინათლის წლის მანძილზე, დიამეტრი დაახლოებით 130 სინათლის წელია. ახალგაზრდა ვარსკვლავებისგან მომდინარე რადიაცია აღაგზნებს ნისლეულის ატომებს, რის გამოც, რადიაციის გამოყოფას თავად ატომებიც იწყებენ. სწორედ ამ რადიაციის წყალობით ვხედავთ ნისლეულს ისეთს, როგორიც არის. მისი მასა დაახლოებით 10 000 მზის მასას უდრის.

ნისლეულში არსებული ვარსკვლავთგროვის დანახვა ბინოკლითა და პატარა ტელესკოპებითაც შესაძლებელია, მაგრამ თავად ნისლეულის ვიზუალურად შემჩნევა საკმაოდ რთულია და მაღალი ხარისხის ტელესკოპს მოითხოვს.

საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ როზეტის ნისლეული კოჯრიდან გადაიღო.

დატოვე კომენტარი