როუზ გოტემოლერი საგარეო საქმეთა სამინისტროში დავით დონდუას ხვდება
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემოლერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დავით დონდუას ხვდება, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი საგარეო საქმეთა სამინისტროდან იუწყება.
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესსა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებს გაეცნობა. შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი ბრიფინგი.
როუზ გოტემოლერს ვიზიტის ფარგლებში დღეს ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და მთავრობის წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას ჩაატარებს.
როუზ გოტემოლერი თბილისში ბაქოდან ჩამოვიდა, სადაც აზერბაიჯანის ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდა.