„როტორის“ მწვრთნელი ქართველებზე - მათ თამაშის საშუალებას სპორტული მდგომარეობა არ აძლევს
„როტორის“ მწვრთნელი ქართველებზე - მათ თამაშის საშუალებას სპორტული მდგომარეობა არ აძლევს

ვოლგოგრადის „როტორში“ ახალ სეზონში ხუთი ქართველი თამაშობს და რუსული პასპორტით მხოლოდ ერთი მათგანია. გამოცემამ „ნოვოსტი ვოლგოგრადა“ მათზე წერილი გამოაქვეყნა.

„ყველა მათგანი გუნდში ავტორიტეტული ქართველი აგენტის, მამუკა ჯუჯელის ძალისხმევით მოხვდა. ბუნებრივია, რომ ასეთი გაძლიერებით ვოლგოგრადელთა ხელმძღვანელობა დაინტერესებული იყო. უკმაყოფილოები არც გულშემატკივრები დარჩებიან, რომლებიც ტექნიკური ქართველებისგან თავდასხმაში კარგ თამაშს ელოდებიან“, – წერს გამოცემა.

ხუთიდან ჯერ მხოლოდ ორი ქართველი თამაშობს. „ნოვოსტი ვოლგოგრადა“ ამის მიზეზებზე წერს.

ვოლგოგრდისროტორმა“ სოჭში მორიგი ფიასკო განიცადა და რუსეთის ჩემპიონატის ოთხი ტურის შემდეგ, ბოლო ადგილზეა. ვითარებიდან გამოსვლის რესურსსა და ამ კონტექსტში ქართველების დიასპორაზე ვოლგოგრადელთა მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრე ხაცკევიჩმა ილაპარაკა. მისი თქმით, ქართველი ახალბედების სპორტული მდგომარეობა მათ ჯერ არ აძლევს საშუალებას, სრულფასოვნად ითამაშონ. მეტიც, მათგან ბევრი ჯერ ფიზიკურადაც არაა მზად. მზად იქნებიან თუ არა დავითაშვილი ან მიქელთაძე „სპარტაკთან“ შემდეგი ტურის მატჩისთვის, ეს კიდევ კითხვებს ბადებს. მათზე პასუხი არც მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრე ხაცევიჩმა იცის. რაც შეეხებათ ანანიძესა და ყიფიანს, განაცხადში მათ მოხვედრაზე ჯერ ლაპარაკიც არ არის“, – ამტკიცებს გამოცემა.

„ნოვოსტი ვოლგოგრადა“ სხვა პრობლემასაც ახსენებს: „ვოლგოგრადელთა მთავარმა მწვრთნელმა ასევე აღნიშნა, რომ გუნდს არა მხოლოდ სათამაშო პრობლემები აქვს, არამედ, მოთამაშეთა მენტალური მდგომარეობა. ეს უშლის გუნდს უპირველესად, რომ სეზონში პირველ გამარჯვებას მიაღწიოს – პრობლემები ფსიქოლოგიის სფეროშია“.