როტერდამში ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს
როტერდამში ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს

ნიდერლანდებში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავეს.

ერთ-ერთი მათგანი 29 წლის შვედია, რომელიც ჰოლანდიაში სტოკჰოლმიდან ჩავიდა.

ეჭვმიტანილი როტერდამში, სამ თანმხლებ მამაკაცთან ერთად, დააპატიმრეს.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით,  „უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა“ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ აღნიშნული პირები ტერორისტულ საქმიანობასთან არიან დაკავშირებული.

დღესვე ნიდერლანდების პოლიციამ რამდენიმე სახლში ჩხრეკა ჩაატარა.

ასაფეთქებელი მოწყობილობები ან იარაღი არ ამოუღიათ.

როტერდამის პოლიციაში არ საუბრობენ, თუ კონკრეტულად სად იგეგმებოდა ტერაქტის მოწყობა.