როსტოვის ოლქში უკრაინული დრონებით ნავთობბაზაზე თავდასხმა მოხდა, ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა
როსტოვის ოლქში უკრაინული დრონებით ნავთობბაზაზე თავდასხმა მოხდა, ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

რუსეთში, როსტოვის ოლქში ნავთობბაზაზე უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგად ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

უკრაინული წყაროების ცნობით, ნავთობბაზის ტერიტორიაზე ორი ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა.

როსტოვის ოლქის გუბერნატორის, იური სლიუსარის განცხადებით, ტერიტორიიდან ევაკუირებულია პერსონალი, წინასწარი ინფორმაციით დაშავებულები არ არიან.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, უკრაინული დრონებით რუსეთის ტერიტორიაზე გახშირებული თავდასხმების შედეგად რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების 10% მწყობრიდან არის გამოსული.

საწვავის წარმოება რამდენიმე მსხვილმა საწარმომ შეწყვიტა, მათ შორის რიაზანის, ვოლგოგრადისა და ასტრახანის, რომელთა აღდგენას, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირა ან თვე დასჭირდება.