როსტოვის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ რეგიონში ღამით 26 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს
როსტოვის ოლქის გუბერნატორის ვასილი გოლუბევის ცნობით, რეგიონის თავზე ღამით 26 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ინფორმაციას ამის შესახებ გოლუბევი ტელეგრამარხში ავრცელებს.
გუბერნატორის ინფორმაციით, დრონებით იერიშის შედეგად დაშავებულები არ არიან. დრონების ნამტვრევების ჩავარდნის ადგილებში საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
ამასთან, სოციალურ ქსელებში როსტოვის ოლქში მილეროვოს სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე აფეთქებების და ხანძრის შესახებ ვრცელდება ცნობები.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ კიდევ ერთი დრონი ჩამოაგდეს სმოლენსკის ოლქის თავზე.