როსტოვის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ რამდენიმე ქალაქზე დრონებით შეტევა განხორციელდა, თუმცა არავინ დაშავებულა
როსტოვის ოლქის გუბერნატორმა რამდენიმე ქალაქზე დრონებით შეტევის შესახებ განაცხადა.
როგორც როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, იური სლიუსარმა ტელეგრამარხში დაწერა, ღამით საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურა და გააუვნებელყო უპილოტო საფრენი აპარატები როსტოვში, ტაგანროგში, ნოვოშახტინსკში, ნეკლინოვსკიში, მიასნიკოვსკიში, მილეროვსკიში და ჩერტკოვსკში.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დრონებით იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორ დასახლებულ პუნქტში დაზიანებულია ნაგებობები და ავტომობილები.
მანამდე რუსულმა წყაროებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დრონის დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა როსტოვის ცენტრში.