როსტომ ჩხეიძე - მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მხნედ, როდესაც მისი გამხნევება დავიწყე, აქეთ გამამხნევა, დიდი იმედით უყურებს არჩევნებს
როსტომ ჩხეიძე - მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მხნედ, როდესაც მისი გამხნევება დავიწყე, აქეთ გამამხნევა, დიდი იმედით უყურებს არჩევნებს

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, როსტომ ჩხეიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში მოინახულა.

როგორც მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჩხეიძემ განაცხადა, სააკაშვილი არის მხნედ და არჩევნების მეორე ტურს დიდი იმედით უყურებს.

„როდესაც ვსაუბრობდით, შემოიხედეს და უთხრეს, რომ კონსილიუმია შეკრებილი და თქვენ შეხვდებით თუ არაო, რაზეც სააკაშვილმა უარი უთხრა. შემდეგ ჩვენ გავაგრძელეთ საუბარი. მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მხნედ. როდესაც ვცადე, რომ მეთანაგრძნო და მენუგეშებინა, არ დამანება. როდესაც მისი გამხნევება დავიწყე, აქეთ გამამხნევა. ის ძალიან დიდი იმედით უყურებს ზეგინდელ დღეს – არჩევნებს. მას მიაჩნია, რომ სასიკეთო ცვლილებები ნამდვილად მოხდება და ამის იმედი გვაქვს ყველას, ვისაც გვინდა უკეთესი საქართველო“,- განაცხადა როსტომ ჩხეიძემ.