„როსავიაცია“ - გროზნოს აეროპორტში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის დაშვებისას უკრაინული დრონების თავდასხმის მცდელობა იყო
„როსავიაცია“ - გროზნოს აეროპორტში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის დაშვებისას უკრაინული დრონების თავდასხმის მცდელობა იყო

„როსავიაციამ“ დაადასტურა, რომ გროზნოს აეროპორტში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის დაშვებისას უკრაინული დრონების თავდასხმის მცდელობა იყო.

კომპანიის ხელმძღვანელმა, დიმიტრი იადროვმა აქთაუს რეგიონში აზერბაიჯანული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის ახალი დეტალები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, თვითმფრინავმა გროზნოს აეროპორტში დაშვება ვერ შეძლო „კოვერის” რეჟიმის გამო, რომელიც ითვალისწინებს ყველა თვითმფრინავის დაუყოვნებლივ გაფრენას მითითებული ტერიტორიიდან.

„როსავიაციაში” აცხადებენ, რომ აღნიშნული რეჟიმი შემოღებულ იქნა უკრაინელების მიერ გროზნოსა და ვლადიკავკაზში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების განხორციელების მცდელობის გამო. დიმიტრი იადროვის თქმით, ავიაკატასტროფის დღეს გროზნოს აეროპორტის მიდამოში რთული ვითარება იყო: აღინიშნებოდა ხშირი ნისლი და 500 მეტრის სიმაღლეზე ხილვადობა არ იყო.

„როსავიაციის” ხელმძღვანელის თქმით, ეკიპაჟის მეთაურმა ორჯერ სცადა თვითმფრინავის დაშვება, შემდეგ კი გადაწყვიტა გაფრენა აქთაუს აეროპორტში.