„როსავიაცია“ ადასტურებს, რომ ტვერის ოლქში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა 

00:34, 24.08.2023

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ დაადასტურა, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა თვითმფრინავში, რომელიც ტვერის ოლქში ჩამოვარდა.

„როსავიაციის“ ცნობით, ბორტზე იმყოფებოდნენ მგზავრები: სერგეი პროპუსტინი, ევგენი მაკარიანი, ალექსანდრ ტოტმინი, ვალერი ჩეკალოვი, დმიტრი უტკინი, ნიკოლაი მატუსეევი და ევგენი პრიგოჟინი;

ასევე, ეკიპაჟის წევრები: მეთაური ალექსეი ლავშინი, მეორე პილოტი რუსტამ კარიმოვი და ბორტგამცილებელი კრისტინა რასპოპოვა.

„თვითმფრინავის ფრენა განხორციელდა საჰაერო სივრცით სარგებლობის დადგენილი წესით გაცემული ნებართვის საფუძველზე“, – აღნიშნულია „როსავიაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, რუსული მედია სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ათივე ადამიანის ცხედარი უკვე ამოასვენეს და სამძებრო სამუშაოები დასრულებულია.

მსგავსი