როსარია პუგლისი - თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხში კარგია, როგორც ნატო-სთვის, ისე საქართველოსთვის
საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის როსარია პუგლისის განცხადებით, საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხში კარგია, როგორც ნატო-სთვის, ისე საქართველოსთვის, რადგან ეს ქვეყნის დაცულობას ზრდის. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ნატო სათანადო პასუხს სცემს შავ ზღვაში რუსეთს. გაზრდილი ურთიერთობები შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხში არის გზა იმისა, რომ ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების საკითხში უფრო წინ წავიდეს. საქართველო უკვე არის აქტიური წვლილის შემტანი უსაფრთხოების კუთხით. ჩვენ ავღანეთში გყავს დიდი რაოდენობით, ნატო-ს ჯარისკაცების გვერდით მებრძოლი საქართველოს ჯარისკაცები.
საქართველო ასევე დაინტერესებულია გახდეს ნატო-ს პარტნიორი საზღვაო ოპერაციებში. საქართველო მუშაობს, რომ მიიღოს ნატო-ს შესაბამისი სტანდარტების მქონე გუნდი და ჩვენ ვმუშაობთ, რომ უფრო და უფრო დავახლოვდეთ. საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხში კარგია, როგორც ნატო-სთვის, რომელსაც სჭირდება საქართველოს საზღვაო ძალები, ისე საქართველოსთვის, რადგან ეს ქვეყნის დაცულობას ზრდის“, – განაცხადა როსარია პუგლისიმ.