როს უილსონი - ვეთანხმებით ეუთო-ს რეკომენდაციებს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მათი შესრულება მნიშვნელოვანია
როს უილსონი - ვეთანხმებით ეუთო-ს რეკომენდაციებს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მათი შესრულება მნიშვნელოვანია

ვეთანხმებით ეუთო-ს რეკომენდაციებს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მათი შესრულება მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა განაცხადა.

ჟურნალისტებმა როს უილსონს კითხვა დაუსვეს ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებასთან დაკავშირებითაც. იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო-ს სურს, იხილოს კიდევ უფრო მეტი წინსვლა რეფორმების ფარგლებში და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, განსაკუთრებით არჩევნების წარმოების კუთხით.

„ვიზიარებთ ეუთო/ოდირის დასკვნას არჩევნებთან დაკავშირებით. ვიზიარებთ იმას, რომ იყო როგორც პოზიტიური საკითხები, ასევე გარკვეული პრობლემები. სწორედ მათ გადასაჭრელად ეუთო-მ შეიმუშავა ბევრი რეკომენდაცია, რომელიც გააუმჯობესებს აღნიშნულ პროცესს. ვეთანხმებით ამ რეკომენდაციებს და მათი შესრულება არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა როს უილსონმა.