როს უილსონი - საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მოვალეობაა, ახსნან „თიბისი ბანკის“ საკითხი, ფართო საზოგადოებამდე მიიტანონ, რასთან გვაქვს საქმე
როს უილსონი - საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მოვალეობაა, ახსნან „თიბისი ბანკის“ საკითხი, ფართო საზოგადოებამდე მიიტანონ, რასთან გვაქვს საქმე

ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ დასრულდება „თიბისი ბანკის“ საქმე, ამას შეიძლება ჰქონდეს ცუდი და კარგი ეფექტი საქართველოს იმიჯზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა განუცხადა.

„ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ საქმეს. მისი დასასრული და შედეგი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, როგორ იქნება ახსნილი ეს მოვლენები და რა შედეგით დასრულდება. მას შეიძლება ჰქონდეს ცუდი და კარგი ეფექტი საქართველოს იმიჯზე ადგილზე ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით“, – აღნიშნა როს უილსონმა.

რაც შეეხება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შესაძლო შექმნაზე დასმულ კითხვას, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ ის ვერ ურჩევს საქართველოს პარლამენტს, შექმნას საგამოძიებო კომისია.

„არ ვარ იმ პოზიციაზე, ვურჩიო პარლამენტს, შექმნას საგამოძიებო კომისია, თუმცა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მოვალეობაა, ახსნან ეს საკითხი და ფართო საზოგადოებამდე მიიტანონ, რასთან გვაქვს საქმე, რა ხდება“, – განაცხადა როს უილსონმა.