როს უილსონი - მხარს ვუჭერთ გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა ყველაფერი უნდა იყოს მშვიდობიან და წყნარ ფორმებში
როს უილსონი - მხარს ვუჭერთ გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა ყველაფერი უნდა იყოს მშვიდობიან და წყნარ ფორმებში

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის განცხადებით, აშშ მხარს უჭერს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა ეს ყველაფერი გამოხატული უნდა იყოს მშვიდობიან, წყნარ ფორმებში. მისივე თქმით, დროა, საქართველომ გააგრძელოს წინსვლა და იმუშაოს სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ქვეყანაში დგას.

„გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები უჭერს მხარს გამოთქმის თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას, თუმცა ეს ყველაფერი გამოხატული იყოს მშვიდობიან და წყნარ ფორმებში. შესაბამისად, დროა, საქართველომ გააგრძელოს მშვიდობიანი წინსვლა და იმუშაოს იმ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც ქვეყნის წინაშე დგას“, – განაცხადა როს უილსონმა.

ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, აქციის შეფასებასთან ერთად, გუშინდელი ინაუგურაციის ცერემონია შეაფასა.

„ჩვენ ძალიან მოხარულნი და ამაყნი ვიყავით გუშინ, რომ ვმონაწილეობდით ინაუგურაციის ცერემონიალში. ჩვენს დელეგაციას უძღვებოდა USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე. USAID-ი არის ორგანიზაცია, რომელიც 25 წელიწადზე მეტია, მუშაობს საქართველოში და მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ, სოციალურ და დემოკრატიულ განვითარებას. მინდა, გითხრათ, რომ მეც და USAID-ის ხელმძღვანელმა მივულოცეთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება და აღვნიშნეთ, თუ რას ნიშნავს ეს ქვეყნისათვის“, – განაცხადა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა.

დატოვე კომენტარი