რონი ო'სალივანი მსოფლიოს ჩემპიონატიდან გამოვარდა
რონი ო'სალივანი მსოფლიოს ჩემპიონატიდან გამოვარდა

სნუკერში მსოფლიოს ჩემპიონატზე მორიგი სენსაცია მოხდა. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი რონი ო’სალივანი ტურნირს​ მერვედფინალიდან გამოეთიშა. მან ​ალისტერ კარტერთან 9:13 წააგო​​.

ორი სესიის შემდეგ, კარტერი 9:7-ს იგებდა და მესამე სესიაში უპირატესობის შენარჩუნება შეძლო. უფრო ადრე, ჩემპიონატიდან გამოვარდა რეიტინგის პირველი ნომერი მარკ სელბი, რომელმაც 1/16 ფინალში წააგო ჯო პერისთან – 4:10.

ო’სალივანს 2001, 2004, 2008, 2012 და 2013 წლებში მსოფლიოს ჩემპიონატზე აქვს მოგებული. 1/4 ფინალში კარტერი მარკ უილიამსსა და რობერტ მილკინსს შორის მოგებულს შეხვდება.