რონალდუმ კარიერაში მე-100 თავური გაიტანა [ვიდეო]
რონალდუმ კარიერაში მე-100 თავური გაიტანა [ვიდეო]

იტალიის სერია A-ს 35-ე ტურში ტურინული დერბი გაიმართა. ნომინალურმა მასპინძელმა „იუვენტუსმა“, რომელიც ქვეყნის ჩემპიონის რანგში თამაშობდა, 1:1 დაასრულა მატჩი „ტორინოს“ წინააღმდეგ.

„იუვენტუსი“ მდევრის როლში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ლუკიჩმა მე-18 წუთზე გახსნა ანგარიში. ჩემპიონი წაგებას კრიშტიანუ რონალდუმ გადაარჩინა, რომელმაც 84-ე წუთზე თავურით გაათანაბრა.

პორტუგალიელისთვის ეს იყო თავით გატანილი მე-100 გოლი კარიერაში. ამ სეზონში 41 ოფიციალურ მატჩში რონალდუს 28 გოლი და 13 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.