რონალდუ ნაკრებების საუკეთესო სნაიპერებს შორის მესამე ადგილზე გადავიდა
რონალდუ ნაკრებების საუკეთესო სნაიპერებს შორის მესამე ადგილზე გადავიდა

პორტუგალიისა და ეგვიპტის ნაკრებების ამხანაგურ მატჩში, მადრიდის “რეალის” ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ კომპენსირებულ დროში დუბლი შეასრულა და პორტუგალიას 2:1 მოაგებინა.

ამ მატჩის შემდეგ, რონალდუს ეროვნულ ნაკრებში 81 გოლი დაუგროვდა და მესამე ადგილზე გადავიდა ისტორიაში ყველა ნაკრების საუკეთესო ბომბარდირების სიაში.

პორტუგალიელმა ამ მაჩვენებლით გაუსწრო კუნისიგე კამამოტოს, რომელმაც იაპონიის ნაკრებში 80 გოლი გაიტანა.

ეროვნულ გუნდში რონალდუზე მეტი გოლი გატანილი აქვთ მხოლოდ უნგრელ ფერენც პუშკაშს (84 ბურთი) და ირანელ ალი დაეის (109).