რონალდოს ყველა გოლი ევროპის ჩემპიონატებზე [ვიდეო] #1TVSPORT
რონალდოს ყველა გოლი ევროპის ჩემპიონატებზე [ვიდეო] #1TVSPORT

რონალდო ევროპის ჩემპიონატის ხანგრძლივ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. 

ევრო 2020-ის დაწყებამდე კრიშტიანო რონალდო რეკორდს ლეგენდარულ ფრანგ ფეხბურთელთან, მიშელ პლატინისთან იყოფდა (9-9 გოლი). თუმცა, გუშინ, 15 ივნისს პორტუგალიასა და უნგრეთს შორის გამართულ მატჩში რონალდომ დუბლი შეასრულა და ევროპის ჩემპიონატებზე, ჯერჯერობით, 11 გოლის ავტორია.

ევრო 2004, ჯგუფური ეტაპი. რონალდომ ევროპის მომავალი ჩემპიონის, საბერძნეთის კარში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. პორტუგალია-საბერძნეთი (1:2).

ევრო 2004, ნახევარფინალი, პორტუგალია – ნიდერლანდები (2:1)

ევრო 2008, ჯგუფური ეტაპი, პორტუგალია – ჩეხეთი (3:1)

ევრო 2012, ჯგუფური ეტაპი, პორტუგალია – ნიდერლანდები (2:1). რონალდომ დუბლი შეასრულა.

ევრო 2012, მეოთხედფინალი, პორტუგალია – ჩეხეთი (1:0)

ევრო 2016, ჯგუფური ეტაპი, პორტუგალია – უნგრეთი (3:3). რონალდომ დუბლი შეარულა.

ევრო 2016, ნახევარფინალი, პორტუგალია – უელსი (2:0)

ევრო 2020, ჯგუფური ეტაპი, პორტუგალია – უნგრეთი (3:0)

ევროპის ჩემპიონატებში 11 გოლის გასატანად რონალდოს 22 მატჩი დასჭირდა, პორტუგალიელების სუპერვარსკვლავმა ამ პერიოდში რვა შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.