კრიშტიანო რონალდოს ახალი რეკორდები #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდოს ახალი რეკორდები #1TVSPORT

პორტუგალიის ნაკრებმა ევრო 2020-ზე თავის სასტარტო შეხვედრაში 3:0 გაანადგურა უნგრეთი. ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ დუბლი შეასრულა: 87-ე წუთზე პენალტი გამოიყენა, კომპენსირებულ დროში კი რაფა სილვას პასით გაიტანა.

პორტუგალიელთა კაპიტანმა რამდენიმე რეკორდი დაამყარა:

 

* 36 წლის რონალდო პირველი ფეხბურთელი გახდა, ვისაც ევროპის ხუთ ჩემპიონატში მიუღია მონაწილეობა. იყო ჩემპიონი (2016) და ვიცეჩემპიონი (2004).

* რონალდოს 11 გოლი დაუგროვდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირებში და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. პორტუგალიელმა გაუსწრო მიშელ პლატინის, რომელსაც ცხრა გოლი აქვს.

* კრიშტიანომ 11 გოლი 22 მატჩში გაიტანა, პლატინიმ ცხრა გოლი – ხუთ მატჩში.

* ევროპის ჩემპიონატების TOP10 ბომბარდირი:

კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია) – 11 გოლი (22 მატჩი)

მიშელ პლატინი (საფრანგეთი) – 9 (5)

ალან შირერი (ინგლისი) – 7 (9)

ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი) – 6 (7)

რუუდ ვან ნისტელროი (ნიდერლანდები) – 6 (8)

პატრიკ კლუივერტი (ნიდერლანდები) – 6 (9)

უეინ რინუ (ინგლისი) – 6 (10)

ტიერი ანრი (საფრანგეთი) – 6 (11)

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი) – 6 (13)

ნუნუ გომეში (პორტუგალია) – 6 (14)

* რონალდომ პორტუგალიის ნაკრებში გოლების რიცხვი 106-მდე აიყვანა. სანაკრებო დონეზე გატანილი გოლების რიცხვით, კრიშტიანო მხოლოდ ირანელ ალი დაეის (109) ჩამორჩება.

* 36 წლისა და 130 დღის რონალდო ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, ვინც ევროპის ჩემპიონატზე მინიმუმ ორი გოლი გაიტანა. წინა რეკორდი უკრაინელ ანდრეი შევჩენკოს (35 წლის, 256 დღია) ეკუთვნოდა.

* რონალდოს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე 18 გოლი (7+11) აქვს. ის გაუთანაბრდა გერმანელ გერდ მიულერს (14+4) და ერთი გოლით ჩამორჩება მიროსლავ კლოზეს (16+3) რეკორდს.

* კრიშტიანო უეფა-ს ორი მთავარი ტურნირის – ევროპის ჩემპიონატისა (11) და ჩემპიონთა ლიგის (134) საუკეთესო ბომბარდირია.