რონალდოს სურს, კარიერა ისე დაასრულოს, რომ 1000 გოლი ჰქონდეს გატანილი #1TVSPORT
რონალდოს სურს, კარიერა ისე დაასრულოს, რომ 1000 გოლი ჰქონდეს გატანილი #1TVSPORT

პორტუგალიის ნაკრებისა და „ალ ნასრის“ თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდომ კომენტარი გააკეთა საკუთარ მიზანზე, რომ კარიერა 1000 გოლით დაასრულოს.

„არ ვმალავ და საჯაროდ განვაცხადე, მსურს, 1000-გოლიან ნიშნულს გადავაბიჯო. ჩემი პრინციპი ასეთია – ვიცხოვრო დღევანდელი დღით და შევხედო, რამდენად მომცემენ მომავალი წლები ამ მიზნის მიღწევის საშუალებას.

მშვენიერი ამბავი იქნება, თუ ამის გაკეთებას მოვახერხებ. თუმცა თუ ვერ შევძლებ, არც ეს არის პრობლემა, რადგან არავის გაუტენია იმდენი გოლი, რამდენიც მე“, – მიაჩნია ფეხბურთის პორტუგალიელ ვარსკვლავს.