„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ მიიღო შანსი – კარიერა „მეიჯორ ლიგ სოკერის“ ერთ-ერთ კლუბში გააგრძელოს.
37 წლის პორტუგალიელის გაფორმებით დაინტერესებულები არიან „ინტერ მაიამი“ და „ლოს ანჯელეს გელაქსი“. ორივე კლუბის წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ კონტაქტი კრიშტიანოს აგენტებთან.
რონალდოს კონტრაქტს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 2023 წლის ივნისში გასდის ვადა, მაგრამ ფორვარდი ინგლისური კლუბის დატოვებას 2022 წელს აპირებს, თუ „იუნაიტედი“ ვერ შეძლებს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას.