რონალდოს დარტყმულმა ბურთმა სტიუარდი წააქცია - მატჩის ბოლოს პორტუგალიელმა „დაზარალებულს“ საკუთარი მაისური აჩუქა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „იანგ ბოიზს“ ესტუმრა და მოულოდნელი მარცხი განიცადა – 2:1.
თამაშის დაწყებამდე, ვარჯიშის დროს მანჩესტერლთა პორტუგალიელი ვარსკვლავის, კრიშტიანო რონალდოს დარტყმული ბურთი გოგონა-სტიუარდს მოხვდა, რომელმაც წონასწორობა დაკარგა და დაეცა. რონალდომ მალევე შეამჩნია, რაც მოხდა, ბარიერს გადაახტა და გოგონასთან მივიდა, რომელსაც ექიმები შემოხვეოდნენ. რა თქმა უნდა, ყველა რონალდოს აკვირდებოდა და ამ ინციდენტის ფოტოები სოციალურ ქსელებში წრაფად გავრცელდა. პორტუგალიელმა ფორვარდმა „დაზარალებულის“ მდგომარეობა გაარკვია, გოგონას გაესაუბრა და მხოლოდ შემდეგ დაუბრუნდა მოედანს.
შეხვედრაში „იუნაიტედიდან“ ერთადერთი გოლი (მე-13 წუთზე) სწორედ რონალდომ გაიტანა, თუმცა შვეიცარიელებმა მანჩესტერელთა კარი ორჯერ აიღეს და ურთულესი სამი ქულა მოიპოვეს.
მატჩის დასრულების შემდეგ რონალდო ისევ მივიდა სტიუარდთან, დარწმუნდა რომ გოგონას არაფერი დაშავებია და მას საკუთარი მაისური უსახსოვრა.