რონალდოს 161-ე თამაში ნაკრებში და რეკორდი პორტუგალიის ფეხბურთის ისტორიაში
რონალდოს 161-ე თამაში ნაკრებში და რეკორდი პორტუგალიის ფეხბურთის ისტორიაში

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მატჩში, სადაც პორტუგალია ლუქსემბურგს დაუპირისპირდა, პორტუგალიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში თავდამსხმელმა კრისტიანო რონალდომ იასპარეზა. კაპიტნისთვის ეს ეროვნულ გუნდში 161 -ე თამაში იყო. ამ მონაცემით იგი მსოფლიოში მე-15 ადგილზე გადავიდა და ნაკრებში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით არაბეთის გაერთიანებული საემიროების წარმომადგენელ ადნან ალ ტალიანის გაუსწორდა.

ამ მაჩვენებლით პორტუგალიის ნაკრების ისტორიაში რონალდო პირველ ადგილზეა. ევროპაში რეკორდი ჯიჯი ბუფონს (176), ხოლო მსოფლიოში ეგვიპტელ აჰმედ ჰასანს (184) ეკუთვნის.