რონალდომ, შესაძლოა სეზონის ბოლოს „იუვენტუსი“ დატოვოს
რონალდომ, შესაძლოა სეზონის ბოლოს „იუვენტუსი“ დატოვოს

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის დატოვებაზე ფიქრობს. ამის შესახებ ჟურნალისტმა პიეტრო ბალცანომ „ტვიტერზე” დაწერა. ის ამტკიცებს, რომ ინფორმაცია პორტუგალიელის სურვილის შესახებ მან სხვადასხვა წყაროდან მიიღო.

„ამ ინფორმაციას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. რონალდო შეიძლება წავიდეს „იუვენტუსიდან“ სეზონის ბოლოს. მიუხედავად ამისა, ეს მხოლოდ ჭორებია. ვნახოთ რა მოხდება“, – დაწერა ბალცანომ.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ კრიშტიანო რონალდო 2022 წელს დატოვებს „იუვენტუსს“, როცა კონტრაქტის ვადა ამეიწურება. 35 წლის პორტუგალიელი იტალიურ კლუბში 2018 წლის ზაფხულიდან თამაშობს.