რონალდომ განმარტა, როდის აპირებს სანაკრებო კარიერის დასრულებას #1TVSPORT
პურტუგალიის ეროვნული გუნდისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავმა, კრიშტიანო რონალდომ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და განმარტა, რა შემთხვევაში აპირებს ბრწყინვალე სანაკრებო კარიერის დასრულებას.
„ვფიქრობ, ეს დრო ჯერ არ დამდგარა, – ციტირებს რონალდოს სიტყვებს Sky Sports. – წავალ მაშინ, როცა ვიგრძნობ, რომ სირბილი აღარ შემიძლია, დრიბლინგზე ვერ მივდივარ, კარში ვერ ვურტყამ და ძალა მეცლება. თუმცა, ეს ყველაფერი ჯერჯერობით შემიძლია და მეც თამაშის გაგრძელება მსურს. არც მოტივაცია მაკლია. ვაპირებ, თამასა კიდევ უფრო მაღლა ავწიო“ , – ამბობს პორტუგალიის ნაკრებში მრავალი რეკორდის ავტორი და თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი.