რონალდომ დიეგო მარადონასთან შეხვედრა გაიხსენა და განმარტა - რატომ ატარებდა ლეგენდა ორ საათს
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფორვარდმა რონალდომ ილაპარაკა თავის ურთიერთობებზე დიეგო მარადონასთან.
„დიეგომ ძალიან მდიდარი საფეხბურთო მემკვიდრეობა დატოვა. რთულია მის წასვლას შეურიგდე. ძალიან გამაკვირვა ამბავმა მისი სიკვდილის შესახებ. ძალიან დამწუხრებული ვიყავი. მან ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. ყოველთვის მადლობელი ვიქნები მისი იმის გამო, რომ აღმაფრენას მაძლევდა.
მახსოვს, ერთხელ როგორ ჩამოვიდა მადრიდში და ჩვენ ერთად სავახშმოდ წავედით. დიეგო რატომღაც ორ საათს ატარებდა. ამბობდნენ, რომ მათ გარეშე არსად დადიოდა. ვკითხე – რაში სჭირდება თითო საათი თითო ხელზე. მან თქვა, რომ ეს მისი ქალიშვილის საჩუქარია, ამიტომაც არასოდეს მოიხსნის მათ.
შეხვედრის ბოლოს, მან ერთი საათი მოიხსნა და მაჩუქა. მე არ მინდოდა მისი მიღება, მაგრამ ის გაბრაზდა, ამიტომაც, არჩევანი არ მქონდა. ცხოვრების ბოლომდე შევინახავ ამ ნივთს მისი გულუხვობისა და მეგობრობის ნიშნად“, – განაცხადა რონალდომ.