რონალდომ ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის ფონზე, წილისყრა მანდარინებითა და ვაშლებით ჩაატარა (ვიდეო)
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფორვარდმა რონალდომ ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის ფონზე საკუთარ სახლში კენჭისყრა ჩაატარა იმის გასარკვევად, ოჯახის რომელი წევრი დარეცხავდა ჭურჭელს.
ბრაზილიელმა ამისთვის ხილით სავსე ჯამი გამოიყენა. საბოლოოდ, წილისყრამ გაარკვია, რომ ჭურჭლის რეცხვა თავად რონალდოს მოუწევდა. ბოლოს, ყოფილმა ფეხბურთელმა გულშემატკივრებს კარანტინის წესების დაცვა შეახსენა.