დღეს რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უცხოურ პრესაში მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავრცელდა. სპორტული ვებ-გვერდების მიხედვით ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდას ფილტვების ანთება სჭირდა.
საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება მან „ტვიტერზე“ გაავრცელა –
„მეგობრებო, იბიცაზე დამემართა ძლიერი გრიპი და პარასკევიდან საავადმყოფოში ვარ. ახლა ყველაფერი წესრიგშია. ხვალ საავადმყოფოდან გამოვეწერები და სახლში წავალ. დიდი მადლობა თქვენი ყურადღებისთვის, სიყვარულისთვის და მხარდამჭერი შეტყობინენებისთვის“.