რონალდო ტრავმის გამო „ინტერ მაიამისთან“ შეხვედრას გამოტოვებს #1TVSPORT
რონალდო ტრავმის გამო „ინტერ მაიამისთან“ შეხვედრას გამოტოვებს #1TVSPORT

დღეს, პირველ თებერვალს საუდის არაბეთის ლიგის წარმომადგენელი „ალ ნასრი“ ამხანაგურ შეხვედრაში „ინტერ მაიამის“ დაუპირისპირდება.

ორგანიზატორებმა მატჩს „უკანასკნელი ცეკვა“ უწოდეს, რადგან აქ უნდა შემდგარიყო მსოფლიო ფეხბურთის ორი ვარსკვლავის, ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს ბოლო საფეხბურთო შეხვედრა.

თუმცა, „ალ ნასრის“ ერთ-ერთ ვარჯიშზე 38 წლის რონალდომ ტრავმა მიიღო და ის ამერიკული გუნდის წინააღმდეგ ვერ ითმაშებს. ცნობილია, რომ პორტუგალიელის დაზიანება სერიოზული არაა და ის მოედანზე დაბრუნებას რამდენიმე დღეში მოახერხებს.

ბოლოს რონალდოსა და მესის გუნდები ერთმანეთს გასულ წელს შეხვდნენ, მაშინ არგენტინელი პსჟ-ის რიგებში თამაშობდა. საუდის არაბეთის ლიგის გაერთიანებული გუნდი, რომლის შემადგნლობაშიც რონალდო იყო, ფრანგებთან 4:5 დამარცხდა.