რონალდო საუდის არაბეთის ჩემპიონატში „ალ ნასრის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა – ამას თანაგუნდელების გარეშე ვერ შევძლებდი [ვიდეო] #1TVSPORT

08:46, 29.08.2026

კრიშტიანო რონალდომ საუდის არაბეთის ლიგაში 104-ე გოლი გაიტანა და საუდის არაბეთის ჩემპიონატში გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

„ალ ნასრმა“ 2026/2027 წლის სეზონის მეოთხე ტურის მატჩში საკუთარ მოედანზე „ალ ტაავონი“ 2:1 დაამარცხა. ლეგენდარულმა პორტუგალიელმა თავი 50-ე წუთზე გამოიჩინა და ანგარიში 2:1 გახადა.

ასევე, „ოქროს ბურთის“ ხუთგზის გამარჯვებული კიდევ უფრო მიუახლოვდა 1000-გოლიან ნიშნულს – მას ისტორიულ შედეგამდე 22 გოლი აშორებს.

„ძალიან ბედნიერი ვარ, ეს დიდებული მიღწევაა, თუმცა არამხოლოდ რონალდოს მიღწევა. მინდა, ჩემს თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო, მათ გარეშე ამ მაჩვენებლის დაფიქსირება შეუძლებელი იქნებოდა“, – განაცხადა რონალდომ.

ამჟამად საუდის არაბეთის ჩემპიონატის მოქმედ გამარჯვებულს, „ალ ნასრს“ 12 ქულა აქვს და გათამაშების ლიდერია. რონალდოს ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 2 გატანილი გოლია.

მსგავსი