რონალდო პსჟ-ს ტრანსფერებზე - ფეხბურთში მათემატიკური გათვლა არასდროს მუშაობს  #1TVSPORT
რონალდო პსჟ-ს ტრანსფერებზე - ფეხბურთში მათემატიკური გათვლა არასდროს მუშაობს #1TVSPORT

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პარიზული გრანდის დიდი ტრანსფერების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პსჟ-ს ვარსკვლავთცვენა გუნდის წარმატებაზე მათემატიკური პროპორციულობით არ აისახება.

„ფეხბურთში არასდროს მუშაობს მათემატიკური გათვლები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გუნდში პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელებს მოუყრი თავს და ეს პსჟ-ს პირდაპირ ეხება, – ციტირებს რონალდოს სიტყვებს RMC Sport. ამიტომ, ძნელია თქმა ჩემპიონთა ლიგას რომელი გუნდი მოიგებს. ბოლო სეზონებზე დაკვირვებისას მივხვდი, რომ მეტ-ნაკლებად გამოკვეთილი სურათი მხოლოდ მეოთხედფინალებიდან ჩანს.

არის ბევრი ფაქტორი, რომელიც ერთობლივად განსაზღვრავს მოედანზე მიღწეულ შედეგს. მე ვთამაშობდი „რეალში“ იმ დროს, როცა გუნდს „გალაქტიკოსს“ უწოდებდნენ, მაგრამ ხუთი სეზონის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგა ერთხელაც ვერ მოიგო“.