ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „იუვენტუსისა“ და „ატლეტიკოს“ დაპირისპირების გმირმა, კრიშტიანუ რონალდუმ, მედიასთან ჰეთ-თრიქზე და იტალიურ კლუბზე ისაუბრა.
„ჩანაფიქრი გამოვიდა, დავალება გვქონდა, რომ რაღაც არაამქვეყნიური საღამო მოგვეწყო და ასეც მოხდა. შეგვიძლია ვიამაყოთ შედეგით. რა თქმა უნდა, ჩემი გოლებიც მახარებს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ შემდეგი ეტაპის საგზური მოვიპოვეთ. ერთია ის, რომ ასე ითამაშო „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ და მეორე ის, რომ სამი გოლი გაუტანო მაშინ, როცა დაცვაზე ასეა ორიენტირებული“, – განაცხადა რონალდომ.