რონალდო მოედანს უბრუნდება - პორტუგალიელი მანჩესტერელებს „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩში დაეხმარება #1TVSPORT
რონალდო მოედანს უბრუნდება - პორტუგალიელი მანჩესტერელებს „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩში დაეხმარება #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდომ კომენტარი დაწერა ინსტაგრამის გვერდზე, რომელიც პორტუგალიელი ვარსკვლავის ფანების შექმნილია. ფანები ირწმუნებოდნენ, რომ „რაიო ვალეკანოსთან“ ერთ კვირაში გასამართ  ამხანაგურ მატჩში რონალდო მანჩესტერელთა შემადგენლობაში კვლავ არ იქნებოდა.

„კვირას მეფე ითამაშებს“, – ასეთი კომენტარი დაწერა რონალდომ და ამით უარყო გავრცელებული ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელი თავდამსხმელი „ატლეტიკოსთან“ გასამართ ამხანაგურ მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში არ არის. ამასთანავე, რონალდომ არ მიიღო მონაწილეობა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მიერ გამართულ ბოლო ოთხ ამხანაგურ შეხვედრაში.