რონალდო - „მანჩესტერს“ სამი ქულა არ დაუმსახურებია
რონალდო - „მანჩესტერს“ სამი ქულა არ დაუმსახურებია

კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერთან” (1:2) მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ მეტოქეს გამარჯვება არ დაუმსახურებია, „იუვენტუსი” კი ჯგუფურ ეტაპზე მაინც პირველ ადგილზე გავა.

„ეს არის ტურნირი, რომელიც შეიძლება მოიგო, მაგრამ ყოველთვის ბოლომე კონცენტრირებული უნდა იყო. 90 წუთის განმავლობაში დიდი უპირატესობა გვქონდა, ბევრი საგოლე მომენტით და თამაში ბევრად ადრე უნდა დაგვემთავრებინა. „იუნაიტედს“ არაფერი გაუკეთებია გამარჯვების დასამსახურებლად, უბრალოდ გაუმართლა. წაგება ნამდვილად ცუდია, თუმცა თუ ეს უნდა მომხდარიყო, მაშინ ძალიან კარგ დროს მოხდა. გუნდმა კარგად ითამაშა, პირველ ადგილზე ვართ და საბოლოოდაც ჯგუფს მოგებით დავასრულებთ“ – განუცხადა რონალდუმ „ფუტბოლ იტალიას“ (Footbal Italia).

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 9 ქულა აქვს და ჯგუფში ისევ პირველ ადგილზე იმყოფება.