რონალდო „ლეჩესთან“ შეხვედრას გამოტოვებს
რონალდო „ლეჩესთან“ შეხვედრას გამოტოვებს

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ, შესაძლოა, იტალიის ჩემპიონატის 28-ე ტურის შეხვდრა „ლეჩეს“ წინააღმდეგ გამოტოვოს. ამ ინფორმაციას „გაძეტა დელო სპორტი“ ავრცელებს.

წყაროს ცნობით, იტალიური გრანდის მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი პორტუგალიელს დასვენების საშუალებას მიცემს. ასევე ნათქვამია, რომ ფლანგის მცველების დეფიციტის გამო, დღევანდელ შეხვედრაში მონაწილებას ბლეზ მატუიდი მიიღებს.

გამოცემის პროგნოზით, თავდასხმაში ბერნანდესკი, დიბალა და დუგლას კოშტა ითამაშებენ.

მატჩი „იუვენტუსსა“ და „ლეჩეს“ შორის ტურინში თბილისის დროით 23:45 დაიწყება.