რონალდო კასილიასის რეკორდს გააუმჯობესებს
რონალდო კასილიასის რეკორდს გააუმჯობესებს

პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს კრისტიანო რონალდოს, როგორც იცით, კარიერაში ძალიან ბევრი რეკორდი აქვს დამყარებული. იგი ამჯერად იკერ კასილიასის შედეგის გაუმჯობესებას ეცდება.

საქმე ეხება ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ შეხვედრებს. კასილიასს 177 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო რონალდომ ჩემპიონთა ლიგაზე 175-ჯერ ითამაშა. ესპანელის შედეგი საუკეთესოა ამ ტურნირის ისტორიაში.

შეგახსენებთ, რომ იკერმა კარიერა დაასრულა და, სავარაუდოდ, კრისტიანო მის შედეგს ამ სეზონის დასაწყისშივე გააუმჯობესებს.

მოგეხსენებათ, პორტუგალიელი ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირიცაა.