რონალდო „იუვენტუსში“ დარჩენის ან წასვლის გადაწყვეტილებას ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მიიღებს #1TVSPORT

17:25, 07.06.2021
TURIN, ITALY - APRIL 21:  Cristiano Ronaldo of Juventus looks on during the Serie A match between Juventus  and Parma Calcio at Allianz Stadium on April 21, 2021 in Turin, Italy.  (Photo by Valerio Pennicino/Getty Images )

„იუვენტუსის“ პორტუგალიელ ვარსკვლავს ტურინული კლუბის დატოვება სურს და კარიერის გაგრძელების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, –  იუწყება  ESPN.

წყაროს ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდო ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის და კონკრეტულ გადაწყვეტილებას ევრო 2020-ის დასრულების შემდეგ მიიღებს.

36 წლის თავდამსხმელის კონტრაქტი „იუვენტუსთან“ 2022 წლის ზაფხულში იწურება. თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის შეძენა არაერთ ევროპულ გრანდს სურს, მათ შორის, „რეალს“, „იუნაიტედსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“.

რონალდო ტურინული კლუბის ღირსებას 2018 წლიდან იცავს. 2020/21 წლების სეზონში პორტუგალიელი თავდამსხმელი იტალიის საუკეთესო ბომბარდირი გახდა – 29 გოლი 33 მატჩში.

მსგავსი