რონალდო „იუვენტუსში“ დარჩენის ან წასვლის გადაწყვეტილებას ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მიიღებს #1TVSPORT
„იუვენტუსის“ პორტუგალიელ ვარსკვლავს ტურინული კლუბის დატოვება სურს და კარიერის გაგრძელების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, – იუწყება ESPN.
წყაროს ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდო ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის და კონკრეტულ გადაწყვეტილებას ევრო 2020-ის დასრულების შემდეგ მიიღებს.
36 წლის თავდამსხმელის კონტრაქტი „იუვენტუსთან“ 2022 წლის ზაფხულში იწურება. თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის შეძენა არაერთ ევროპულ გრანდს სურს, მათ შორის, „რეალს“, „იუნაიტედსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“.
რონალდო ტურინული კლუბის ღირსებას 2018 წლიდან იცავს. 2020/21 წლების სეზონში პორტუგალიელი თავდამსხმელი იტალიის საუკეთესო ბომბარდირი გახდა – 29 გოლი 33 მატჩში.