რონალდო - „იუვენტუსის“ გულშემატკივრები ტურინულ დერბიში გამარჯვებას გვთხოვენ
რონალდო - „იუვენტუსის“ გულშემატკივრები ტურინულ დერბიში გამარჯვებას გვთხოვენ

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ კომენტარი გააკეთა 15 დეკემბერს გასამართ შეხვედრაზე, რომელიც ტურინული დერბია და ძალიან დიდ ინტერესს იწვევს. 33 წლის პორტუგალიელი მშვიდადაა და ამ შეხვედრის მოგებას იმედოვნებს.

„კლუბში მომუშავე ერთ-ერთმა ადამიანმა ძალიან სთხოვა ფეხბურთელებს ტორინოსთან გამარჯვება, რადგან სხვა შემთხვევაში მის ბებიას შეიძლება რამე მოუვიდეს“, – მოყავს რონალდოს სიტყვები „ფუტბოლ იტალიას“ (Football Italia). – „მე გავითავისე ერთი რამე, რომ „იუვენტუსის“ ფანებს არავითარ შემთხვევაში არ უნდათ მათი გუნდის „ტორინოსთან“ და „ინტერთან“ მარცხი. მე მიყვარს გამარჯვება. დერბი კარგი საშუალებაა გულშემატკივრების გასახარებლად. მე წყნარად ვარ, ვინაიდან ვიცი ჩემი გუნდის პოტენციალი“.