„იუვენტუსის“ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მანჩესტერულ გრანდში დაბრუნდა, – იუწყება goal.com.
გამოცემის ინფორმაციით, გარიგების თანხა 24 მილიონ ფუნტს სტერლინგს შეადგენს. 36 წელის ფეხბურთელი მანჩესტერელებთან 2-წლიან კოტრაქტს მოაწერს ხელს, მისი წლიური ხელფასი 29 მილიონი ევრო იქნება.
შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედის“ ღირსებას კრიშტიანო რონალდო 2003-2009 წლებში იცავდა.
სპორტის ცნობილი იტალიელი მიმომხილველი ფაბრიციო რომანო კი ტვიტერის საკუთარ გვერდზე ცოტა ხნით ადრე წერდა:
„ხორხე მენდესმა სულ ცოტა ხნის წინ მიიღო ოფიციალური წინადადება „მანჩესტერ იუნაიტედისგან“. რონალდოს დაბრუნება ძალიან ახლოს არის, მეტიც, ფინალურ სტადიაშია.
თავად კრიშტიანოს სურს, რომ „იუნაიტედში“ რაც შეიძლემა მალე დაბრუნდეს“.
გასულ სეზონში რონალდომ „იუვენტუსის“ შემადგენლობაში 44 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 35 ბურთი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.