რონალდო ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთია, რომელმაც 1000 წაუგებელი მატჩი ჩაატარა #1TVSPORT
რონალდო ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთია, რომელმაც 1000 წაუგებელი მატჩი ჩაატარა #1TVSPORT

პორტუგალიის ნაკრებისა და „ალ-ნასრის“ თავდამსხმელმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო ფედერაცია იუწყება, რომ კრიშტიანო რონალდო ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთია, რომელსაც 1000 წაუგებელი მატჩი აქვს ჩატარებული.

აზიის ჩემპიონთა ლიგაზე „ალ-ნასრიმ“ „პერსეპოლისი“ 2:0 დაამარცხა. ეს შეხვედრა რონალდოს კარიერაში მე-1000 წაუგებელი მატჩი და, როგორც გაირკვა, ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

38 წლის კრიშტიანო რონალდოს ოფიციალური მატჩების სტატისტიკა ასე გამოიყურება – 777 გამარჯვება, 223 ფრე და 182 მარცხი.