რონალდო - „ბარსელონაში“ ყოველთვის ცუდად ეპყრობოდნენ ბრაზილიელებს
რონალდო - „ბარსელონაში“ ყოველთვის ცუდად ეპყრობოდნენ ბრაზილიელებს

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდას რონალდოს მიაჩნია, რომ “ბარსელონას” ხელმძღვანელობა ყოველთვის ცუდად ეპყრობოდა ბრაზილიელ ფეხბურთელებს.

“რეალში” თავს უფრო ბედნიერად ვგრძნობდი და უფრო მეტი კავშირიც იყო კლუბთან. ეს იმის მიუხედავად, რომ ბრწყინვალე წელი გავატარე “ბარსელონაში”. მაგრამ “ბარსაში” ჩემი გზის ბოლო ძალიან ცუდი გამოდგა.

იგივე სიტუაცია იყო ნეიმართან მიმართებაში. “ბარსელონაში” ყოველთვის იქმნებოდა პრობლემები ბრაზილიელ ფეხბურთელებთან: ნეიმართან, რომარიოსთან, რონალდინიოსთან, ჩემთან.

„გუნდის ყოფნის ბოლო პერიოდში, ჩვენს მიმართ დამოკიდებულება აუტანელი ხდებოდა, არადა, ჩვენი მხრიდან ერთგულება დ სარგებლობა დიდი იყო“, – განაცხადა რონალდომ Esporte Interativo-სთან ინტერვიუში.

ბრაზილიელმა “ბარსელონაში” ერთი სეზონში ითამაშა (1996-97) და ოთხნახევარი “რეალში” (2002-07).