რონალდ კუმანს 12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
რონალდ კუმანს 12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა, შესაძლოა, ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მიიღოს „რეალთან“ მატჩის შემდეგ, VAR-ის სისტემის მისამართით გამოთქმული სიტყვების გამო.

შეგახსენებთ, რომ თამაშის შემდეგ, სპეციალისტმა დაიჩივლა VAR-ის მუშაობის გამო და აღნიშნა, რომ ეს სისტემა ბოლო რამდენიმე მატჩში მისი გუნდის წინააღმდეგ იღებდა გადაწყვეტილებას.

როგორც ესპანური პრესა წერს, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ, შესაძლოა, საქმე აღძრას კატალონიელთა მწვრთნელის წინააღმდეგ. მიზეზი გახდა სადისციპლინო კოდექსი, რომლის მიხედვითაც ოფიციალურ პირებს არ შეუძლიათ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ ნებისმიერი მსაჯის პატიოსნება და მიუკერძოებლობა.

ეს წესი შემოიღეს მიმდინარე სეზონის წინ, რომლის მიხედვით, დამრღვევს ემუქრება დისკვალიფიკაცია ოთხიდან 12 მატჩამდე. აგრეთვე, ფულადი ჯარიმა 600-დან 3 ათას ევრომდე.

 

„ბარსელონა“, რონალდ კუმანი, „რეალი“