რონალდ კუმანი - მესის შეეძლო, ცოტა უკეთესად ეთამაშა
რონალდ კუმანი - მესის შეეძლო, ცოტა უკეთესად ეთამაშა

ჩემპიონთა ლიგაზე კატალონიური გრანდი ჯგუფში „იუვენტუსთან“, „დინამოსთან“ და „ფერენცვაროშთან“ მოხვდა და რა თქმა უნდა, „ბარსელონა“ მთავარ იმედს ლიონელ მესიზე ამყარებს.

„ბარსელონას“ ახალდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა არგენტინელი სუპერვასკვლავის ბოლოდროინდელი თამაში შეაფასა და აღნიშნა, რომ მესის შეეძლო, უკეთ გარჯილიყო.

„ეჭვი არ მეპარაბა, რომ მესი მოედანზე ბოლომდე იხარჯება, მაგრამ მისი თამაში შეიძლება ცოტა უკეთესი იყოს, – ციტირებს კუმანის სიტყვებს BBC. – ის „ბარსელონაში“ თავს ბედნიერად გრძნობს და სურს, რომ ითამაშოს და იყოს გუნდის კაპიტანი“.

კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ბევრისთვის მოულოდნელი განცხადებაც გააკეთა. ნიდერლანდელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ მისი გუნდი ფავორიტი არ არის.

„ბარსელონაში“ შენ გსურს, რომ ყველა თასი მოიგო, იქნება ეს ესპანეთის ჩემპიონობა თუ ჩემპიონთა ლიგა. ჩვენ არ მივეკუთვნებით ფავორიტების რიცხვს, მაგრამ ძალიან შორს შვიძლია წასვლა“, – ამბობს რონალდ კუმანი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩს „ბარსელონა“ „ფერენცვაროშის“ წინააღმდეგ დღეს გამართავს.